არგენტინაში უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების შემცირებას აპროტესტებენ

13 მაი 2026

ბუენოს-აირესის ცენტრში და ქვეყნის დიდ ქალაქებში ათობით ათასი არგენტინელი გამოვიდა და  პრეზიდენტ ხავიერ მილეისგან სახელმწიფო უნივერსიტეტების ბიუჯეტის შემცირების გაუქმება მოითხოვა.

პროტესტი წელს ეკონომიკური სირთულეებისა და კორუფციის ბრალდებების გამო მილეის  მთავრობის რეიტინგის მკვეთრი დაცემის ფონზე იმართება.

მასშტაბურ დემონსტრაციაში სტუდენტები, მასწავლებლები, მკვლევარები, პროფკავშირების წევრები და ოპოზიციის ლიდერები მონაწილეობდნენ.

მილეიმ, რომელმაც თანამდებობა 2023 წლის ბოლოს დაიკავა და ფისკალური დეფიციტის აღმოსაფხვრელად  2025 წელს ვეტო დაადო კონგრესის კანონს, რომელიც უნივერსიტეტის ბიუჯეტის ზრდას უზრუნველყოფდა.