13 მაი 2026
ჩინეთი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტს და მზადაა „გააფართოვოს თანამშრომლობა“ და „მოაგვაროს უთანხმოებები“-აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
„ორი სახელმწიფოს მეთაურები სიღრმისეულად იმსჯელებენ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების, ასევე მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების ძირითად საკითხებზე“, - განაცხადა გუო ძიაკუნმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპი დღეს დღის მეორე ნახევარში ჩავა დედაქალაქ პეკინში.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომელიც ამერიკულ დელეგაციას გრანდიოზულ მიღებას მოუწყობს.
ვაჭრობის გარდა, მოლაპარაკებები მოიცავს მრავალ მგრძნობიარე საკითხს, ირანის ომიდან დაწყებული დამთავრებული აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებით.