უფასო ტრანსპორტი იალაღებზე

02 ივნ 2017

ხულოს მოსახლეობას საშუალება ექნება საზაფხულო იალაღებზე უფასოდ იმგზავროს.  შვიდი მთის - ბეშუმის, ლეკნარის, ზორტიყელის, სარიჩარის, მაჭახელას, დიდაჭარის და ვაშლოვანის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი დაინიშნა.

ხულოს სოფლებიდან იალაღების მიმართულებით ორმხრივად სულ 60 რეისი შესრულდება. უფასო ტრანსპორტირებისთვის ხულოს ბიუჯეტიდან 21 ათას 186 ლარი გამოიყო. უფასო ტრანსპორტი ოქტომბრის დასაწყისამდე იმოძრავებს.