13 მაი 2026
ბუქარესტში სამიტზე ბი-ცხრიანის ჯგუფის ლიდერები ნატოს გენერალურ მდივანმა მარკ რუტესთან სკანდინავიური ქვეყნების ლიდერებთან, აშშ-ის წარმომადგენლებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავენ.
სამიტში აშშ-ი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.შეხვედრა ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტის წინ იმართება და, უკრაინაში ომისა და ალიანსში თავდაცვის ხარჯების ზრდის საკითხებს განიხილავს.
ბი-9 ჯგუფისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი კვლავ რჩება ალიანსის „ყველაზე მნიშვნელოვან, გრძელვადიან და პირდაპირ საფრთხედ“ და ხაზი გაუსვეს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პოზიციის გაძლიერების აუცილებლობას მის აღმოსავლეთ ფლანგზე.