14 მაი 2026
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით მორიგი გოლი გაიტანა და კონკურენტ „ლანსთან“ გასვლით მატჩში მოპოვებული გამარჯვებით საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვიჩამ ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა. საბოლოო ანგარიში 94-ე წუთზე იბრაჰიმ მბაიემ დააფიქსირა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 33 ტურის შემდეგ 76 ქულა დააგროვა, „ლანსთან“ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონკურენტთათვის მიუწვდომელი გახდა.
კვარაცხელიამ ლიგა 1-ში საგოლე მოქმედებების რაოდენობა 12-მდე გაზარდა: 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს მიმდინარე სეზონში უკვე 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.