გიორგი მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი „სევილიასთან“

14 მაი 2026

გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ქართველის გოლი და ასისტივილიარეალს“ ქულების მოსაპოვებლად არ ეყო. გუნდი საკუთარ მოედანზე „სევილიასთან“ 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. მე-13 წუთზე „ვილიარეალმა“ ანგარიში სწორედ მიქაუტაძის საგოლე გადაცემისა და მორენოს ზუსტი დარტყმის შემდეგ გახსნა. შვიდ წუთში კი ქართველი თავადაც გამოირჩა.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ლა ლიგაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

„ვილიარეალი“ კი 36 ტურის შემდეგ 69 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაინაღდა.