შეზღუდვა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე

14 მაი 2026

დილიდან საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია  ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე. შეზღუდვის მიზეზი საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოებია. 

მძღოლებს მოძრაობა ქობულეთის ქალაქის გავლით ძველი გზით უწევთ, რის გამოც ძველ გზაზე საცობია.