ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

14 მაი 2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა  ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ასევე  ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ვაზნები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.