დაკავება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით 

14 მაი 2026

ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  წარსულში ნასამართლევი  პირი  დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ. 

ასევე მეუღლის მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და იძულება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.