დაკავება საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 

14 მაი 2026

საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციამ 5 პირი დააკავა.  უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ცდილობდნენ გადმოეკვეთათ, რამდენიმე მათგანმა  ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთა  საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.