14 მაი 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ათენის პირეოსის ღრმაწყლოვანი პორტის საქმიანობას გაეცნო და მისი მმართველი კომპანიის COSCO Shipping-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა ასევე, საბერძნეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე.
თამარ იოსელიანის განმარტებით, პორტი ხმელთაშუა ზღვაში უმსხვილესი რგოლია ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის კუთხით და შესაბამისად, მისი საქმიანობის ადგილზე გაცნობა, ასევე მმართველი კომპანიისგან გამოცდილების გაზიარება, ნაყოფიერი იყო.