პირველკალსელთა რეგისტრაცია ტერიტორიული პრინციპით ხვალ დაიწყება

14 მაი 2026

ტერიტორიული პრინციპით  პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია ხვალიდან   იწყება. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად,  საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე დაემატა მესამე ეტაპი, რომლის მიზანიცაა მოსწავლეებისთვის საცხოვრებელ  ადგილთან ახლომდებარე სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა. 

ტერიტორიული პრინციპით ონლიან რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. ზე  25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ბათუმში პირველკლასებისთვის 2900 ადგილი იყო გამოყოფილი, პირველი ორი ეტაპის შემდეგ 1400 ადგილი დარჩა, აქედან 80 პროცენტი არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის, დარჩენილ ადგილებზე კი მოსწავლეები საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპზე ჩაირიცხებიან.

უკვე დარეგისტრირდენენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე ისინი, რომელთა და-ძმაც სწავლობს სკოლაში ან მშობელი ამ სკოლის თანამშრომელია.

რაც შეეხება სასკოლო ასაკს, წელს გამონაკლისის სახით პირველ კლასში დარეგისტრირების უფლება აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.