შეხვედრა საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებთან ხელვაჩაურში

14 მაი 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ხელვაჩაურის  საჯარო სკოლების მოსწავლეთა  მშობლებს შეხვდა.

საუბრის თემა იყო ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი სიახლეები, მათ შორის სასკოლო ფორმების შემოღების, სახელმძღვანელოების დახვეწის, მეთორმეტე კლასის არჩევითობის, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის საკითხები.

ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს, რომლის მიხედვითაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მინისტრმა რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა.