14 მაი 2026
სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა-სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია განხორციელდება კახეთის რეგიონში ქვემო სამგორში. დაგეგმილი სამუშაოებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, მოდერნიზებული გამანაწილებელი ქსელები წყლის რესურსის ეფექტიან გამოყენებასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
პროექტი კლიმატ-გონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის (CSISDP) ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის საგრანტო პროგრამის თანადაფინანსებით ხორციელდება.