14 მაი 2026
დღეს ბათუმში სტარტი აიღო „ბათუმის ღია პირველობა აფროსნობაში 2026“. რეგატა ჩატარდება „ოპტიმისტის“, ILCA 4-ისა და ILCA 6-ის კლასებში და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საიალქნო კლუბის, ასევე თბილისის საიალქნო კლუბის, ფოთის, ბათუმისა და სოხუმის აფროსანთა კლუბების სპორტსმენები.
ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიების მიზანია საქართველოში აფროსნობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და სპორტული თანამშრომლობის გაძლიერება რეგიონებს შორის.
რეგატის ფარგლებში მონაწილეები სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა დისციპლინაში იასპარეზებენ. ღონისძიება ხელს შეუწყობს როგორც სპორტული შედეგების გაუმჯობესებას, ასევე ახალგაზრდა აფროსნების პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს აფროსნობის ფედერაცია.
ღონისძიების მასპინძელია ბათუმის აფროსანთა კლუბი და აჭარის აფროსნობის ფედერაცია.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.