შეხვედრა საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებთან ქედაში

14 მაი 2026

ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს ქედაში გამართულ შეხვედრაზე. საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, სასწავლო რესურსების გაუმჯობესება, სასკოლო ფორმების შემოღება, აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.