უსაფრთხო საცხოვრებელი 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

14 მაი 2026

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, უსაფრთხო საცხოვრებელი 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა და ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი გამოიყო. წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 53-მა ოჯახმა. 

ამ მიმართულებით, ჯამში, წლის ბოლომდე 170 ოჯახისთვის გამოიყოფა 8 მლნ 500 000 ლარი.

განხორციელებული ცვლილების თანახმად, ბენეფიციარებს საშუალება აქვთ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ააშენონ საცხოვრებელი სახლი ან საცხოვრებლად ვარგისი ფართი შეიძინონ მშენებარე კორპუსში.