220 კილოვოლტიანი ახალი ქვესადგურის მშენებლობა იწყება

14 მაი 2026

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და 6 კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, 220 კილოვოლტიანი ქვესადგური აშენდება, რომელიც ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ინტეგრაციას უზრუნველყოფს. 

შეთანხმების მიხედვით, კომპანიები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის შეძენასა და მიწოდებას, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვესადგურის პროექტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ქვესადგურის „ურბნისის“ მშენებლობა  2027 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.