14 მაი 2026
79 ხმით პარლამენტმა დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად სტუდენტები რომლებიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხნენ და მოპოვებული აქვთ გრანტი მის შენარჩუნებას და სუვილის შემთხვევაში გაუმჯობესებას შეძლებენ. დაზუსტების თანახმად, ასეთ სტუდენტებს უკვე მოპოვებული გრანტი 2030-2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ.
დღეს მიღებული ცვლილება ახალი კანონითაა გამოწვეული, როგორც ცნობილია 2025 წლის 17 დეკემბრიდან გაუქმდა საგრანტო დაფინანსება და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავიდა.
დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ თვითმართველობებისა და აჭარის მთავრობის იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლითაც სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებს სწავლა უფინანსდებოდა.
განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული პროგრამები სასტიპენდიო მიმართულებით გადანაწილდება.