ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

14 მაი 2026

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან.

მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დონეზე კავშირების შემდგომ განვითარებას.