14 მაი 2026
“ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციამ მორიგი კონფერენცია გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალების ჩართულობას აქტიურ პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში.
როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქალების ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერებაა.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქალის წამოწევა მოხდეს წინა პლანზე.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია 2022 წელს დაარსდა და კონფერენცია ყოველ ორ წელში ერთხელ იმართება.