14 მაი 2026
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
გრიგოლ ვარდოსანიძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ერთი პირის სიცოცხლის მოსპობა.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებით დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები.
ხელახალი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ გამორიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.