საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი , მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

14 მაი 2026

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი , მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას ,სადაც წარმოდგენილი იქნებიან 46 ქვეყნის პოლოტიკური თანამდებობის პირები და ელჩები, სესიაზე აქცენტი გაკეთდება უკრაინის მხარდაჭერისა და  მიგრაციის საკითხებზე, სესიის მნიშვნელოვანი თემაა ასევე დეზინფორმაციის, მათ შორის უცხოური ინფორმაციის მანიპულირებისა და ჩარევის საკითხები.

მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მინისტერიალს დაესწრება საქართველოს ელჩი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი,რომლის განცხადებითაც მაკა ბოჭორიშვილო ხვალ 46 ქვეყნის წარმომადგენლის წინაშე აქცენტს საქართველოსთვის და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სწორად პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალუს საკითხებზე გააკეთებს.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები მაღალი თანამდებობის პირებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134- ე სესია მოლდოვის თავმჯდომარეობით ხვალ გაიმართება, რომლის დასასრულს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას მოლდოვა ოფიციალურად მონაკოს გადააბარებს.