14 მაი 2026
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 წლის იუბილეს ფარგლებში კინო ჩვენება სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
„განსაკუთრებული შეხვედრა“ - ამ სახელწოდების ღონისძიება , უნივერსიტეტის იუბილესა და ბათუმში კინოს შექმნის ისტორიას მიეძღვნა.
შეხვედრის ფარგლებში აჩვენეს გია დიასამიძის ფილმი და გაიხსენეს ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ სრულიად ქართული კინოს განვითარების პროცესში.