მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის მინისტრების პანელში

14 მაი 2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის მინისტრების პანელში, რომელიც ათენში, საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გაიმართა.

სამიტს  270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ისრაელის პრეზიდენტი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.