პოლიციელის პროფესიული დღე

01 ივნ 2016

დღეს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. საზეიმო ღონსიძიება თბილისში გაიმართა. მონაწილეებს საქართველოს შინაგან საქვეთა მინისტრმა და პრემიერმა მიმართეს. "მიმაჩნია, რომ იყო კარგი პოლიციელი, უკვე ნიშნავს იყო გმირი" - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა და პოლიციელის პროფესიული დღე მიულოცა. "დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გამორჩეულ თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, ასევე ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შს მინისტრები და სხვა ქვეყნის ოფიციალური პირები დაესწრნენ.