15 მაი 2026
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. რუბენ გარაბაიას და მის სამწვრთნელო შტაბს საქართველოს სპორტის მინისტრი შეხვდა. შეხვედრაზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მინისტრს ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებული საკუთარი ხედვა გააცნო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნაკრების განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე. რუბენ გარაბაიას გამორჩეული სათამაშო კარიერა ჰქონდა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისი მედლების კოლექციაშია მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროსა და ბრინჯაოს ჯილდოები. მან ასევე ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალიც და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ რუბენ გარაბაიამ მწვრთნელის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა კლუბ „ლოგრონიოში“ იყო ჩინეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი, ეგვიპტის ვაჟთა ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე. 2022 წელს გახდა „უნიკახას“ მთავარი მწვრთნელი.
ცოტა ხნით „ევროფარმ პელისტერსაც“ ედგა სათავეში.