15 მაი 2026
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „ქუთაისი“ 96:79 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. ზღვისპირელებს ფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი მოგება სჭირდებათ. გადამწყვეტი შეხვედრა ზესტაფონში დღეს გაიმართება.
„ქუთაისთან“ შეხვედრაში ბათუმელებს მაირინ ტომასმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 28 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა.
18 ქულა და 8 პასი იყო გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე. გამარჯვებაში ორმაგი დუბლით - 11 ქულა და 10 მოხსნა - საკუთარი წვლილი კარსონ ბაშამმა შეიტანა შეიტანა.
მეორე ნახევარფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ტყიბულის „ორბი“ 89:68 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.
ამ გუნდების მეოთხე დაპირისპირებაც დღეს გაიმართება.