ზურა კინწურაშვილი ტაეკვონდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

15 მაი 2026

გერმანიის ქალაქ მიუნხენში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ტაეკვონდოში. ბათუმელმა სპორტსმენმა ზურა კინწურაშვილმა ოთხი შეხვედრა გამართა.

დაამარცხა ფრანგი, ესპანელი, აზერბაიჯანელი სპორტსმენები და ფინალში სერბ სპორტსმენს დაუპირისპირდა. 

ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სერბმა მებრძოლმა გაიმარჯვა, ზურა კინწურაშვილი კი ვერცხლის მედალს და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.