15 მაი 2026
ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „გრან კანარიასთან“ 83:102 დამარცხდა. გიორგი შერმადინმა 21 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ის თავის გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ ზედიზედ მესამე მარცხისგან გუნდი ვერ იხსნა.
„ტენერიფე“ 17 მოგებით და 13 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 მაისს, თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ უმასპინძლებს.