დონალდ ტრამპის წერილი

02 ივნ 2017

დონალდ ტრამპი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.