ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში 65-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

15 მაი 2026

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში 65-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

უწყების ცნობით, მათი სამიზნე იყო იარაღის საწყობები, სათვალთვალო პუნქტები და სამეთაურო ცენტრები, რომელთაც „ჰეზბოლა“ ისრაელის არმიის ჯარისკაცებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმებისთვის იყენებდა.

თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ იერიშის დროს 20-ზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალეს.

პარალელურად, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 მარტიდან ლიბანში, სულ  მცირე, 3 000 ადამიანი დაიღუპა, 9000-ზე მეტი კი დაშავდა.