15 მაი 2026
მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე, მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო გამოწვევებზე გააკეთა აქცენტი და ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.
ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირში არსებულ ორმაგ სტანდარტებს ,ისაუბრა იმაზე რომ ევროკავშირი რომელიც დემოკრატიისკენ მოგვიწოდებს ,ზღუდავს ქართული მედიის მუშაობას.
აღსანიშნავია რომ სესიაზე უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებების გამოსაძიებლად სამხედრო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღეს, რასაც საქართველომ მხარი არ დაუჭირა, რასთან დაკავშირებითაც მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მის სუვერენიტეტს, მაგრამ ამავდროულად მისი განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის საქართველოს მიმართ დამოკიდებულების გამო გარკვეული გადაწყვეტილებები შესაძლოა საქართველოსთვის რისკის შემცველი იყოს და ქვეყანა დააყენოს გაზრდილი გამოწვევების წინაშე.
ქალაქ კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში 46 ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირი და ელჩი მონაწილეობს.
მიმდინარე მინისტერიალის პრიორიტეტული საკითხებია უკრაინის მხარდაჭერა ,მიგრაცია და დეზინფორმაციის, მათ შორის უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევებთან ბრძოლა.