15 მაი 2026
„ოპოზიციური ალიანსი“ „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“ 6 ძირითად პირობას ასახელებ - ამის შესახებ ალიანსის წევრებმა ბრიფინგზე ისაუბრეს.
მოთხოვნებს შორისაა საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, ხმის მიცემის უფლება ემიგრანტებისთვის და ვერიფიკაციის პროცესის გამკაცრება.
არჩევნებამდე კი აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ოპოზიციური ალიანსის წევრებმა 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსეს.
აღნიშნულ მოთხოვნებს „ქართულ ოცნებაში„ გამოეხმაურნენ და მას უსაფუძვლო უწოდეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მოქმედი საარჩევნო კოდექსი შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.