აქცია ბათუმში

15 მაი 2026

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა სადაც ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებსაც გოგოლის ქუჩაზე სურთ ბინის მიღება.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან და ერთ-ერთ მშენებარე ობიექტთან მსვლელობით გადაინაცვლეს.

მათი განმარტებით შეკრების მიზანი არის შეხსენება იმისა, რომ პრობლემა არსებობს და ეს მოძრაობა უსახლკარობის წინააღმდეგ გაგრძელდება.

შეკრებილები ადგილობრივ  ხელისუფლებასა და ბიზნესს პასუხისმგებლობის აღებას თხოვენ.