შეხვედრა ანსამბლ ,,ბათუმის“ წევრებთან

15 მაი 2026

ანსამბლ „ბათუმის“ წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეხვდნენ. შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ კულტურის სფეროს განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ფოლკლორული მრავალხმიანობის დაცვასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.

ანსამბლი „ბათუმი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, 20 მაისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სოლო კონცერტს გამართავს.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.