15 მაი 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ბოდიბილდინგის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.
ფიტნესისა და ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ესპანეთში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
„კლასიკ ფიზიკის“ (Classic Physique) კატეგორიაში მინდია ჭინჭარაულმა პირველი ადგილი დაიკავა და „მისტერ ევროპას“ ტიტული მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია.
ფინალში კიდევ ორმა სპორტსმენმა - სანდრო დავითურმა და თეონა დადეშქელიანმა - იასპარეზეს. „კლასიკ ფიზიკის“ კატეგორიაში მეოთხე ადგილი დაიკავა სანდრო დავითურმა, თეონა დადეშქელიანი კი „ბიკინის“კატეგორიაში ასპარეზობდა, იგი მეექვსე ადგილზე გავიდა.