15 მაი 2026
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.
აჭარის სტრუქტურულ დანაყოფს გელა კანდელაკი, ხოლო გურიის სტრუქტურულ დანაყოფს ირაკლი სარჯველაძე უხელმძღვანელებს.
ხელმძღვანელები თანამშრომლებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელებმა მოისმინეს ინფორმაცია, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.