15 მაი 2026
იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მხარდაჭერით - სტუდენტური კონკურსი „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესი 2026“ კონკურენციის სამართალს დაეთმო.
მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ანტიკონკურენტული შეთანხმებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და კონცენტრაციების კონტროლი.
კონკურსი წერილობითი და ზეპირი ეტაპებისაგან შედგებოდა და მასში 9 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 300-მდე სტუდენტი ჩაერთო.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები სპეციალური პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.