ხსოვნის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

15 მაი 2026

16-17 მაისს ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება წარსულში ცნობილი მოჭიდავის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის და დამსახურებული მწვრთნელის ფარვიზ გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრება 2012-2013 და 2014-2017 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის სამი გუნდის მოჭიდავეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

პირველობისთვის სხვადასხვა წონით კატეგორიაში სამასამდე ნორჩი მოჭიდავე იბრძოლებს. ფინალური შეხვედრები კვირას, 17 მაისს გაიმართება.