აჭარის გოჯურიუ კარატეს ნაკრებმა 13 მედალი მოიპოვა თბილისში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე

16 მაი 2026

წარმატებით იასპარეზეს აჭარის გოჯურიუ კარატეს ნაკრების წევრებმა თბილისში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე, სადაც უფროსებთან ერთად ასაკობრივი ჩემპიონატიც ჩატარდა.
აჭარის ნაკრები ტურნირზე 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მედლის მოპოვება ცამეტივემ მოახერხა. საქართველოს ჩევმპიონები გახდნენ გიგი შაინიძე, ალექსანდრე ჭურკვეიძე, რეზი კახიძე და ლევან ლემსაძე. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ანდრია გელაძემ, რეზი კამლაძემ, ლუკა ლომინაძემ და ირაკლი ჩელებაძემ.
ძმები არტურ და ალექსანდრე მანთაშიანები ბრინჯაოს დასჯერდნენ. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ასევე გიორგი ხეცოიძემ, სანდრო კონცელიძემ და დემეტრე დიასამიძემ. საქართველოს ჩემპიონები ასაკობრივ ნაკრებთან ერთად საწვრთნელ შეკრებას გაივლიან და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.