16 მაი 2026
ბათუმში ხელოვნების მუზეუმი მოყვარული მხატვრის ენძელა ბოლქვაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე ხელოვანმა წარმოადგინა სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები -ნატურმორტები, პეიზაჟები, აბსტრაქტული კომპოზიციები. გამოფენა 18 მაისს დაიხურება.