ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ კინცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის

16 მაი 2026

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ კინცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნული პავილიონში გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის კინოს სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების სფეროში.

მემორანდუმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ და სომხეთის კინოფონდის დირექტორმა, დავით ბანუჩიანმა, მოაწერეს ხელი. კანის კინოფესტივალის კინობაზრობაზე წელს მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტი ინდუსტრიის პროფესიონალი მონაწილეობს.