16 მაი 2026
ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობის აუცილებლობაზე და ზოგადად ამომრჩევლის როლსა და უფლებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
განიხილეს დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე. დეტალურად გააცნეს ახალგაზრდებს ის აქტივობები, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ახორციელებს.