16 მაი 2026
განათლების მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები განიხილა. უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო სასკოლო ფორმების შემოღებას, სახელმძღვანელოების განახლებას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესსა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას.