16 მაი 2026
საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა (ფიჩ რეიტინგმა) საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე დატოვა. ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ რეიტინგი მაღალი ეკონომიკური ზრდით, სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, ზომიერი მთავრობის ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით არის განპირობებული. აღნიშნულია ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი, ასევე წმინდა ექსპორტის დადებითი კონტრიბუცია. Fitch Ratings-ი ((ფიჩ რეიტინგი)) საქართველოს საბანკო სისტემას აფასებს როგორც კარგად კაპიტალიზებუს, სადაც შენარჩუნებულია სექტორის მომგებიანობა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას.