16 მაი 2026
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსებს 30 წლის იუბილე მიულოცა. ღონისძიებაზე ქართული ნოტარიატის ინსტიტუციური ფორმირების იმ ეტაპებზე ისაუბრეს, რომლითაც ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოსილებები და პროფესიული პასუხისმგებლობა განისაზღვრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ხედვებს, ასევე ნოტარიუსის როლს ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი და ნოტარიუსთა პალატის ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლები. იუბილეს სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ გერმანიის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლები.