16 მაი 2026
პირველად ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბორჩხაში მოქმედი ქალთა ანსამბლის კონცერტი გაიმართა. ეთნიკური ქართველების მიერ შექმნილი ანსამბლი ბორჩხის მერიის ბაზაზე უკვე 6 წელია მოქმედებს და ასრულებს როგორც ძველ ქართულ ისე ლაზურ სიმღერებს.
ანსამბლი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა. ისინი ბათუმს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ გამართული კონფერენციის „ჩვენი სულიერების ბალავარი“ ფარგლებში ეწვივნენ. მათთან ერთად უნივერსიტეტის სცენა სოფელ ჭვანას ფოლკლორულმა ანსამბლმაც დაიკავა, რომელმაც ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქვში დაცული სიმღერები შასრულა. ორ დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია უკვე დასრულდა. დახურვის ცერემონიას უნივერსიტეტის რექტორი, მეცნიერ-პროფესორები და ქალაქ ბორჩხის მერი ესწრებოდნენ.