ოჯახის სიწმინდის დღე ბათუმში

17 მაი 2026

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება ბათუმში.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, მრევლი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბა. მორწმუნეები და სასულიერო პირები გალობით ქალაქის ქუჩებს შემოივლიან და ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა საფლავთან გაჩერდებიან, სადაც სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდიან.

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

შეკრების ადგილას უკვე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, რომლებიც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას დაესწრებიან.