ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, სასულიერო პირები- ყველამ, ვისთვისაც დღევანდელი დღე ოჯახის სიყვარულთან, ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვასთან ასოცირდება, თავი ქაშუეთის ეკლესიასთან, პარლამენტის წინ მოიყარა.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ გზა ქაშვეთიდან სამებამდე მრევლთან ერთად გაიარეს.